საზაფხულო ლიდერთა ბანაკი ქობულეთში

10 ივლ 2018

ქობულეთში საზაფხულო ლიდერთა ბანაკი გაიხსნა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო ჩართულობის, ლიდერობის, გუნდური მუშაობის, ადვოკატირების, ჯანსაღი ცხოვრების წესის და გენდერული თანასწორობის განვითარებას. ბანაკში გაერთიანებულია აჭარის მუნიციპალიტეტებიდან 14-იდან 16 წლის 60-მდე მოზარდი.

ბანაკი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. საზაფხულო სკოლის პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს.