სარფის საბაჟოზე შეზღუდვები მოიხსნა

15 ივლ 2016

სასაზღვრო   პუნქტებში უსაფრთხოების მიზნით დაწესებული  შეზღუდვები  მოხსნილია. საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ, უპრობლემოდ კვეთენ  სარფის საბაჟოს  სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც.  შეზღუდვები თურქეთში  განვითარებული მოვლენების გამო დაწესდა და  დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მოქმედებდა.  საქართველო-თურქეთის  საზღვარზე დღეს აჭარის მთვარობის თავმჯდომარე  იმყოფებოდა.