კაპრეშუმში  სოციალური  სახლის  მშენებლობაზე   ტენდერი   გამოცხადდა

09 ივლ 2018

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რიგით მეოთხე სოციალური სახლის მშენებლობა იწყება.   39 ეკომიგრანტი ოჯახისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე  ტენდერი უკვე გამოცხადდა. სოციალური სახლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.  მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.