გონიოში მაშველმა 8 წლის გოგონა გადაარჩინა

09 ივლ 2018

რამდენიმე საათის წინ, გონიოში მაშველმა მირიან გვიანიძემ 8 წლის გოგონა გადაარჩინა. არასრულწლოვანი ზღვაში 100-მეტრის სიღრმეში იყო შესული და დახმარებას ითხოვდა. 

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

1 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით საქართველოში, ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო – ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ამავე პერიოდში, მაშველებმა დახრჩობას 36 ადამიანი გადაარჩინეს.

სამსახურის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ მაშველების გაფრთხილებას დაემორჩილონ და ზღვაზე დასვენებისას უსაფრთხოების წესები დაიცვან.