ნეონატოლოგთა ასოციაციის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია

07 ივლ 2018

ბათუმი ნეონატოლოგთა ასოციაციის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ქართველი და უცხოელი  მედიკოსები  ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში უახლეს მიღწევებს განიხილავენ. კონფერენცია   სახელმწიფი პრემიის ორ გზის ლაურეატის, გურამ ნიჟარაძის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.

ფორუმი საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება და დღეს დასრულდება. კონფერენციის პარალელურად ღონისძიებაზე წარმოდგენილია  ქართულ ბაზარზე არსებული ფარმაცევტული კომპანიები.