„ დიდი ფორმატი“ - გამოფენა

07 ივლ 2018

“დიდი ფორმატი”- ასე ჰქვია მხატვარ ფრიდონ იჯარეთელის პერსონალურ გამოფენას.  ექსპოზიციაზე ხელოვანის 32 ნახატია ნაჩვენები. ავტორმა ტილოზე ზეთის საღებავით  შესრულებული  ავანგარდული , სიურეალისტური , კუბისტური და სიმბოლისტური   ჟანრის  ნახატები წარმოადგინა.

ფერწერული ნამუშევრების გამოფენა საზაფხულო - ტურისტულ სეზონს ეძღვნება, გამოფენა ქობულეთის მუზეუმში ზაფხულის განმავლობაში დარჩება.