ტენდერი სასწრაფო დახმარების ცენტრის ეზოს კეთილმოსაწყობად

07 ივლ 2018

191 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა ქობულეთის  სასწრაფო დახმარების  შენობის ეზოს კეთილმოწყობისთვის. ასევე უნდა მოპირკეთდეს   შენობასთან მისასვლელი ორი  ქუჩა, მიმდებარე ტერიტორია კი დეკორატიული ფილებით მოეწყოს .

ქობულეთის  ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით  სამუშაოები  ივლისის  შუა რიცხვებიდან დაიწყება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა უკვე დასრულებულია , პროექტზე მერიამ 140 ათას 777 ლარი დახარჯა.