სტიქიის მესამე დღე ჭუბერში

06 ივლ 2018

დანგრეული და დაზიანებული სახლები, წაღებული ხიდები და დატბორილი სოფელი. მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან სვანეთში. გუშინ მდინარე ნენსკრამ კალაპოტი შეიცვალა და საცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნა.

სინოპტიკოსები მესტია - ჭუბერის ტერიტორიაზე ნალექების ინტენსივობის შემცირებას პროგნოზირებენ.

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლება აღადგენს, აღდგება საცხოვრებელი სახლები და გაიცემა კომპენსაციები.