მდინარე ნენსკრამ საცხოვრებელი სახლი ჩამოანგრია

05 ივლ 2018

ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად ფრიდონ ცინდელიანის საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ამის შესახებ პირველი არხი ადგილიდან იუწყება. 
​ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს. 

ჭუბერიდან იმ ოჯახები ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ ზონაში ცხოვრობენ ან უსახლკაროდ დარჩნენ.