დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელმაც აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება დაღვარა

03 ივლ 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებულს  გამოძიება თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის საშიში სითხის დაღვრას ედავება. 

"ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი" - წერია განცხადებაში, რომელიც უწყებამ ვებ-გვერდზე გაავრცელა.