ბათუმში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

02 ივლ 2018

ბათუმში, თავდადებულის ქუჩაზე ხანძრის შედეგად  ორსართულიანი სახლი დაიწვა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.

ხანძრის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ერთი მეხანძრე-მაშველი დაშავდა ცეცხლის ჩაქრობის დროს.