კვარიათში სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მშენებლობას აპროტესტებს მოსახლეობა

28 ივნ 2018

 კვარიათში სასტუმროს ტიპის აპარტამენტების  მშენებლობას აპროტესტებს  მოსახლეობა. მათი თქმით, მშენებლობის გამო გამოწვეული  ხმაურის გამო ტურისტები აქ დასვენებაზე უარს ამბობენ. ითხოვენ სამშენებლო პროცესი 2 თვიტ შეჩერდეს. აპროტესტებენ ობიექტის სიმაღლესაც.

კომპანია შპს „მტი“ -მ სამშენებლო ნებართვა 2017 წელს ბათუმის მერიისგან მიიღო , უწყებაში აცხადებენ , რომ  ზედამხედველობის სამსახური ადგილზე  შეისწავლის და  ხმაურის  შესახებ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს. დეტალებზე მერიის წარმომადგენლისგან  სატელევიზიო კომენტარს მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ.