27 ივნ 2018
დილიდან სამარშრუტო ტაქსები არ მოძრაობენ ხელვაჩაურის მიმართულებითაც. ნომერი 39 სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა დღეს პროტესტის ნიშნად ტრანსპორტი ხელვაჩაურის ცენტრში გააჩერეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ გადაადგილებისას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ და საათზე მეტი დაჭირდათ დანიშნულების ადგილზე მისასვლელად.