''ლეოგრანდში'' დაღუპულების საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი

24 ივნ 2018

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ''ლეოგრანდის'' საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს იმ პირებს დაკითხავენ, რომლებმაც სასტუმროში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილია

''ლეოგრანდის'' ტრაგედიიდან 7 თვეზე მეტი გავიდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე,  2 მენეჯერი, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები, 23 მარტს დააკავეს.  

25 მარტს კი, მოსამართლემ ბრალდებულებს: გიორგი მიქელაძესა და ფათიჰ იაუზის  წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ პროცესზე, გირაოს სახით 20 000 ათასი ლარის გადახდა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში,  სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა. შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 21-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

სასტუმრო „ლეოგრანდი“  „ველმონდის“ სახელით განაახლებს მუშაობას. 24 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რებრენდინგი მენეჯმენტმა მალევე დააანონსა.