კენჭისყრა დასრულდა- თურქეთი არჩევნების შედეგების მოლოდინში

23 ივნ 2018

საარჩევნო კენჭისყრა თურქეთში უკვე დასრულდა, როგორი იქნება ახალი მეჯლისი და ვინ იქნება ქვეყნის მეთაური, წინასწარი შედეგები დაახლოებით 2 საათში გახდება ცნობილი. დღევანდელი არჩევნები რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და მისი მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლიდან 15 წლის შემდეგ ყველაზე დიდი  გამოწვევაა.

თურქეთის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 6 საპრეზიდენტო კანდიდატსა, და 8 პარტიას შორის მოუხდათ. ერთადერთი ქალი კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტობისთვის იბრძვის ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მერალ ექშენერია