საჩუქარი სოციალურად დაუცველ ოჯახს

22 ივნ 2018

საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებმაც  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქველმოქმედო მიზნით ფრანების შოუ მოაწყვეს, ხუთშვილიან ხმალაძეების ოჯახში იმყოფებოდნენ.    

აქტივობიდან შემოსული თანხით ახალგაზრდებმა საჩუქრები და პროდუქტები შეიძინეს და სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცეს.