საგამოძიებო კომისიაში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლების გამოკითხვა მიმდინარეობს

21 ივნ 2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრები დაღუპული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს და მათ ადვოკატებს უსმენენ.

მათ გარდა ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სიაში არიან ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის უშუალო მონაწილეები, გამომძიებელ-პროკურორები, ექსპერტები, 51-ე საჯარო სკოლის ხელმძღვანელები, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა   და იუსტიციის მინისტრები.