მურმან დუმბაძის ბრიფინგი

14 ივლ 2016

საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი უმაღლესი საბჭოს წევრებს მოუწოდებს მხარი არ დაუჭირონ ზურაბ პატარაძის კანდიდატურას. მურმან დუმბაძე პატარაძის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნას ანტიკონსტიტუციურს უწოდებს. მას მიაჩნია, რომ კანდიდატის შესარჩევად აუცილებელია კონსულტაციების გავლა.