''ნაციონალური  მოძრაობა'' იალაღებზე  არსებულ პრობლემებზე   

19 ივნ 2018

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, შუახევის ზოგიერთ მთას გომას, მაწყვალთასა და ჩირუხს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სოსლან ზოიძის ინფორმაციით, მთა ღომა დამსვენებლებმა  უშუქობის გამო დატოვეს.

ენერგო-პრო-ჯორჯიაში აცხადებენ, რომ მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ტექნიკური დეტალების შემოწმების შემდეგ  ელექტროენერგიის მიწოდება  აღდგება.  შუახევის მერის ინფორმაციით კი, გომის ჩირუხისა და მერიაკელის მიმართულებით ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.