შეჯიბრება ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში

18 ივნ 2018

ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს სტუდენტური უნივერსიადის გამარჯვებულის და სიდნეის ოლიმპიური თამაშების მონაწილის, გენადი ჩხაიძის სახელობის ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ჩატარდა და გათამაშებაში საქართველოს ყველა რეგიონის 130-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.  გამარჯვებულებს თასები, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.