მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია

16 ივნ 2018

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვაზე დღეს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ემანუელი და სმირნის მიტროპოლიტი ბართლომეუსი იმყოფებოდნენ. “ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ქართველი ხალხი, რომელიც ბურჯია რეგიონში მართმადიდებლობის და ქრისტიანობის,” - ასე მიმართა მიტროპოლიტმა ემანუელმა სრულიად საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. უწმინდესმა სტუმრებს საჩუქრად ხატები გადასცა.