17 წლამდე პატიმრობა ემუქრება მუხაესტატეში პოლიციელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს

15 ივნ 2018

17 წლამდე პატიმრობა ემუქრება მუხაესტატეში პოლიციელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს. თუმცა როდის გაიმართება სასამართლო სხდომა ჯერ უცნობია. საქმე თავდაპირველად 108-ე მუხლით იყო აღძრული, შემდეგ კი იგი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება ახლა 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით 15 ივნისს ღამით დაახლოებით 3 საათზე სოფელ მუხაესტატეში ხის დენდროლოგიური პარკისკენ  ტრანსპორტირების დროს საზოგადოებრივი  წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა, რა დროსაც  ბუტა ანთაძეს ზურგიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, იგი საავადმყოფოში მიყვანიდან  ერთ საათში გარდაიცვალა.