''აჩუქე სიცოცხლე- გაიღე სისხლი'' - აჭარის უმაღლეს საბჭოში სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართა

13 ივნ 2018

''აჩუქე სიცოცხლე- გაიღე სისხლი''  ამ სლოგანით აჭარის უმაღლეს საბჭოში  სისხლის ჩაბარების  აქცია გაიმართა. ღონისძიება  დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. სისხლი  უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და  თანამშრომლებმა  უანგაროდ გაიღეს.  აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 35- მდე ადამიანმა მიიღო.