ზღვის წყლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია

11 ივნ 2018

დადგენილი ნორმების შესაბამისია ზღვის  წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები აჭარაში – ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღეს გასაჯაროვდა. მიკრობიოლოგიური გამოკვლევა 6 მაჩვენებელზე ჩატარდა.

მონიტორინგი სარფიდან ჩოლოქამდე მონაკვეთს მოიცავს, დადგინდა რომ წელსაც ყველაზე კარგი მაჩვენებლები გონიო-კვარიათსა და მწვანე კონცხზე ფიქსირდება. მონიტორინგს აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო აწარმოებს.