''112''-ში არსებული პროგრამული ხარვეზი გამოსწორდა

11 ივნ 2018

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში არსებული პროგრამული ხარვეზი უკვე გამოსწორებულია და ზარების მიღება შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო“, – აცხადებენ შსს-ში.

პროგრამული ხარვეზის გამო, 112-ში ზარების მიღება  შეფერხებული იყო.