მოზარდების მკვლელობის საქმე- მირზა სუბელიანი დაკავებულია

08 ივნ 2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. როგორც სამინისტროს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს მას ბრალი შეუტყობინებლობისთვის წარედგინა. მირზა სუბელიანმა უწყების ინფორმაციით ბრალი აღიარა.

შეგახსენებთ არასრულწლოვნები 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.