ჭოროხში 6 ტურისტი ჩავარდა, სამი გარდაცვლილია, მაშველები ერთს ეძებენ

07 ივნ 2018

სოფელ კირნათში მდინარე ჭოროხზე ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მდინარეში 6 ადამიანი ჩავარდა. სამაშველო სამსახურის წამორმადგენლები ამბობენ, რომ ნაპოვნია 5 ადამიანი, აქედან სამი გარდაცვლილია, ხოლო ორის მდგომარეობა სტაბილური. რაც შეეხება მეექსვე დაკარგულს, მაშველები მას ამ დრომდე ეძებენ.

წინასწარი ინფორმაციით,უბედური შემხვევის დროს ნავზე 6 ტურისტი იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აჭარის მაუწყებელთან განაცხადეს, რომ საქმის ძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.