აშენდება თუ არა საპირფარეშო სკვერში?

12 ივლ 2016

საზოგადოებრივი ტუალეტები სკვერში.  საინიციატივო ჯგუფ “დაიცავი ბათუმის” წევრის ინფორმაციით,  იმნაძისა  და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე სკვერის გარკვეული ფართობი კერძო მესაკუთრეს იჯარით ორი საზოგადოებრივი ტუალეტის მოსაწყობად გადაეცა.  ეს ინიციატივა - საზოგადეობის ჩართულობის გარეშე ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილებად შეფასდა.  მერიის შესაბამის სამსახურში  დღეს გადაწყდა, რომ  ტუალეტებს მისამართს შეუცვლიან.