''ერისიონი'' 10 ივნისს ბათუმში კონცერტს გამართავს

06 ივნ 2018

ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური  ანსამბლი "ერისიონი" საქართველოს მასშტაბით კონცერტების გამართვას აგრძელებს.  10 ივნისს, 19 საათზე ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში პროექტ ''ჩექინ-ჯორჯიას'' ფარგლებში  ''ერისიონი''  კონცერტს გამართავს. ''ქართული საგანძური'' ასე ჰქვია პროგრამას,  რომლითაც ანსამბლი სტუმრების წინაშე წარდგება.