გადამზადებისა და დასაქმების პროგრამა შშმ პირებისთვის

06 ივნ 2018

 აჭარის დასაქმების სააგენტომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. უწყება  პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობას  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 8 პირს აძლევს.

პროექტი მიზნად ისახავს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ,  მოკლევადიან სასწავლო მოდულის საშუალებით პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენასა და  გადამზადებას. პროგრამას ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.