კავკასიის ბუნების ფონდი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

06 ივნ 2018

კავკასიის ბუნების ფონდი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფონდი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და  10 დაცული ტერიტორიის საოპერაციო ხარჯების თანადამფინანსებელია. ფონდიდან საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის 10 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.