ლიონელ მესის მოკვლით დაემუქრნენ

05 ივნ 2018

ისრაელსა და არგენტინის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი, რომელიც იერუსალიმში 9 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. მიზეზად არგენტინის ნაკრების ლიდერის ლიონელ მესის მისამართით გაჟღერებულ მუქარას ასახელებენ.

ფეხბურთის ვარსკვლავს მოკვლით დაემუქრნენ, თუ ის ისრაელის ნაკრებთან ამხანაგურ თამაშში მიიღებდა მონაწილეობას. ნაკრების სხვა წევრებმა კი მესის სოლიდარობა გამოუცხადეს და თამაშზე უარი განაცხადეს.