ბათუმში მაშველებმა 15 წლის ბიჭი დახრჩობას გადაარჩინეს

05 ივნ 2018

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში მაშველებმა 15 წლის ბიჭი დახრჩობას გადაარჩინეს - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური​ ავრცელებს. 

''​მაშველებმა, დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, ზღვაში, ახალგაზრდა ბიჭი შენიშნეს, რომელიც შველას ითხოვდა.  არასრულწლოვნის  ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.'' 

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება არ დაფიქსირებულა.