ბათუმის ბულვარში ხეებისა და ბუჩქების გეგმიური შეწამვლა მიმდინარეობს

05 ივნ 2018

ბათუმის ბულვარში ხეებისა და ბუჩქების გეგმიური შეწამვლა მიმდინარეობს. 35 ჰექტარ მწვანე ზოლზე 40 ათასამდე ხე-მცენარე და ბუჩქის დაცვა დაავადებებისა და მავნე მწერებისგან  წელიწადში ოთხჯერ ხდება. ზოგ შემთხვევაში ღონისძიებები დამატებითაც ტარდება.