პრეზიდენტი ლევან გორგაძეს შეხვდა

04 ივნ 2018

 საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს უმასპინძლა. პრეზიდენტმა ტოჩინოშინს მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის მადლობა გადაუხადა.

ლევან გორგაძემ  კი, იმპერატორის თასის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის მინიჭებისათვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.