“ნუ მომკლავ”- აქციები ქობულეთსა და ხულოში

01 ივნ 2018

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა ქობულეთსა და ხულოშიც. ისევე როგორც სხვა ქალაქებში, აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი იყო „ნუ მომკლავ“.

შეკრებილები ხაზგასმით აღნიშნავდნენ ,რომ აპოლიტიკურები იყვნენ. მათ მოკლული დავით სარალიძის საქმის სამართლიანი გამოძიება მოითხოვეს.