ისევ კონსულტაციების რეჟიმში

11 ივლ 2016

და კიდევ  ერთი ამბავი, რაც პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დღეს განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის აჭარის მთავრობის ფორმირების საკითზე კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციების მიმდინარეობას ადასტურებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე. ის დამატებით ინფორმაცია არ ამხელს.