ბათუმში მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია გაიმართა

30 მაი 2018

კიდევ ერთი აქცია ბათუმში მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა. ოპოზიციური პარტიების წევრებმა და რიგითმა ბათუმელებმა გამოუცხადეს სოლიდარობა სარალიძეებს.

აქციაზე 2 წლის წინ ხელვაჩაურში მოკლული არასრულწლოვნის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, ისინი გამოძიების გაჭიანურებას აპროტესტებენ.