განაჩენი მოზარდების მკვლელობის საქმეზე

30 მაი 2018

“ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის საქმეზე ჩატარებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში” - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარალელურად საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა.