სკოლის ბიბლიოთეკარებს სერთიფიკატები გადაეცათ

11 ივლ 2016

აჭარის საჯარო სკოლების საქმის მწარმოებლებისა და ბიბლიოთეკარების სატრენინგო კურსები დასრულდა. მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. პროექტის მიზანი მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლებაში ბიბლიოთეკარების როლის გაზრდაა. პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსებს ბათუმის მასწავლებელთა სახლი, განათლების სამინისტრო და პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებენ. პროგრამა ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტში მოიცავს.