პარიზელი გმირი მაშველი გახდება

27 მაი 2018

პარიზელ სპაიდერმენს მალელ არალეგალ მიგრანტს მამუდუ გასამას, რომელსაც ბავშვის გადარჩენისთვის გმირის წოდება მიანიჭეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრაგენთის მოქალაქეობა მიანიჭა. მან პარიზში ბავშვი მე-4 სართულიდან გადავარდნისგან იხსნა.

მამუდუ გასამა ერთ-ერთ სახლის აივანზე ყოველგვარი დაზღვევის გარეშე ავიდა და მეზობელ აივანზე მდგარ კაცს დაეხმარა, რომელიც ცდილობდა 4 წლის ბავშვის გადარჩენას. ბავშვი სახლში მარტო იმყოფებოდა.

პოლიციამ მამამისი უკვე დააკავა, დედა კი ქვეყანაში არ იმყოფებოდა. მომხდარის შემდეგ მამუდუ გასამას პარიზის მერმა ტელეფონით მადლობა გადაუხადა.