შენობაში თამბაქოს მოხმარებას სპეციალური პირი გააკონტროლებს

27 მაი 2018

 ქედის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებში, თამბაქოს რეგულაციის კონტროლი პასუხისმგებელ პირს უნდა დაევალოს. პასუხისმგებელ პირს რომელსაც ფაქტის დაფიქსირება და შსს-თვის ცნობა ევალება, მუნიციპალიტეტის მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე შეარჩევს.

პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა იკრძალება  დახურულ სივრცეში, გარდა საკუთარი სახლისა. მოწევა  შეგიძლიათ როგორც უკვე ვთქვი, საცხოვრებელ სახლში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში - მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ტაქსიში და ზღვაში გასასეირნებელ საშულებებში.  კანონის აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იზრუნებენ. ჯარიმების გამოწერა სწორედ სამართალდამცველების  კომპეტენციაა.