ნორჩი ტექნიკოსების  ნამუშევრების  გამოფენა

26 მაი 2018

ნორჩი ტექნიკოსების ნამუშევრების გამოფენა ბათუმის ცენტრალურ პარკში.  საზღვაო ხომალდებისა და საფრენი აპარატების ნიმუშები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა ღია ცის ქვეშ გამოფინეს.

  უპილოტო მცურავი  და მფრინავი  საშუალებები   დისტანციურად იმართება.   ნორჩი ტექნიკოსები   წრეებში სწავლობენ როგორც  თეორიას, ასევე ტექნიკური ნახაზების აგებას,  დეტალების გამოჩარხვას და მათ მონტაჟს.