გალა კონცერტი ბათუმში

26 მაი 2018

კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა დამოუკიდებლობის დღე ბათუმში. შემოქმედებითმა ჯგუფებმა და სოლო შემსრულებლებმა ქართული სიმღერები შეასრულეს.

მსმენელებში გამოწვეული ოვაციების გამო და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნით კმაყოფილები იყვნენ თავად მონაწილე მომღერლებიც.