1918 წლის 26 მაისი გენერალ გოლოვინის სასახლე

25 მაი 2018

ისტორია გააცოცხლეს დღეს დედაქალაქში, იქ სადაც დამოუკიდებლობის გამოცხადება ხალხს მაშინდელმა საქართველოს დამფუძნებელთა კრების მეთაურმა, მოგვიანებით კი მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ ამცნო.

სწორედ ჟორდანიამ წაიკითხა დამოუკიდებლობის აქტი რომლის ძირითადი შინაარსი ასე იწყება: ამიერითგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.