Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

25 მაი 2018

Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს. საიტზე შესვლის დროს, თქვენ კავკასიონის ფონზე საქართველოს დროშა დაგხვდებათ.

საიუბილეო ბანერის გარდა,+ საქართველოდან Google-ზე შესულ მომხმარებელს 26 მაისის დღეზე ინფორმაციის მოძიება ავტომატურად შეუძლია.

Google სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღეს და სხვა მნიშვნელოვან თარიღებს ულოცავს.