პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

23 მაი 2018

გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 24 მაისის შეწყალების აქტით, 143 მსჯავრდებული შეიწყალა.

დღეს, ბრიფინგზე შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ შეწყალებულთაგან 84 დღესვე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 59-ს სასჯელი შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის ნაკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებიც არიან.