ახალგაზრდა კინომატოგრაფისტების საერთაშორისო კინოსკოლა

23 მაი 2018

ბათუმი ახალგაზრდა კინომატოგრაფისტების საერთაშორისო კინოსკოლა  ,,თანამეგობრობას“ მასპინძლობს. კინოსკოლის გახსნის ცერემონია ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში გაიმართა. წელს საერთაშორისო კინოსკოლის ფარგლებში ორი სემინარი იმუშავებს- რეჟისორებისთვის და სცენარისტებისთვის.  

კინოსკოლის მიწურულს გამოვლინდებიან გამარჯვებულები - სარეჟისორო სემინარის მონაწილე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორები. პროექტი თანამეგობრობის ქვეყნების საერთაშორისო ჰუმანიტარული ფონდის მხარდაჭერით 2016 წლიდან ხორციელდება.