ახვლედიანის ქუჩაზე კორპუსის ასაშენებლად აუქციონი განმეორებით გამოცხადდა

22 მაი 2018

ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ბათუმის  მერიამ  ხელახალი აუქციონი გამოაცხადა. პირობები უცვლელია, თუმცა შეიცვალა საწყისი ფასი, მერია ნაკვეთს მილიონი ლარის ნაცვლად ახლა 20-ი პროცენტით ნაკლებ ფასად ყიდის.

აუქციონზე ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთია გატანილი, აუქციონის პირობების თანახმად გამარჯვებული ვალდებული იქნება ახვლედიანის ქუჩაზე 9 ოჯახს საცხოვრებელი სახლი აუშენოს. გამარჯვებული კომპანია 6 ივნისს გამოვლინდება.