დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული

21 მაი 2018

მსვლელობა, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ლიტერატურული პერფორმანსი, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ფლეშ-მობი და კონცერტი – ეს იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბათუმში 26 მაისს გაიმართება.

შაბათს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ზეიმობს. ღონისძიებებია დაგეგმილი აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.